2025 წლის 10 ნოემბერს, თბილისის ტექნოპარკში გაიმართა მასტერკლასი თემაზე – „People Selling People“, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს ახალგაზრდულო სივრცის მიერ, December32-თან პარტნიორობით.
სესია წარიმართა December32-ის ოპერაციების დირექტორის, ალექსანდრე ჯამალის ხელმძღვანელობით, რომელმაც მონაწილეებს გაუზიარა თავისი ცოდნა და გამოცდილება გაყიდვების ხელოვნების შესახებ.
მან ისაუბრა კლიენტებთან ემოციური კავშირის შექმნაზე, მათი საჭიროებების ზუსტად იდენტიფიცირებასა და გადაწყვეტის ღირებულების ეფექტურად წარმოჩენაზე.
ალექსანდრეს აქვს დიდი გამოცდილება საბანკო სექტორსა და გაყიდვებში. მას წარმატებით აქვს წარმართული არაერთი კომერციული პროექტი და უმუშავია, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კომპანიებთან.
საუბრის პრაქტიკულმა შინაარსმა და თანამედროვე ხედვამ სესია განსაკუთრებით ინტერაქტიული გახადა.
გარდა ამისა, საქართველოს ახალგაზრდული სივრცის დირექტორმა, ალექსანდრე ფასიეშვილმა, მონაწილეებს ორგანიზაციის მიმდინარე საქმიანობა და ახალი ინიციატივები გააცნო.
ღონისძიების მიზანი იყო ახალგაზრდებში პრაქტიკული ბიზნესუნარების განვითარება და ისეთი ცოდნის გადაცემა, რომელიც თანამედროვე სამუშაო გარემოს მოთხოვნებთანაა მორგებული.
საქართველოს ახალგაზრდული სივრცე მადლობას უხდის December32-ს თანამშრომლობისთვის და აღნიშნავს, რომ მათთან ერთად მომავალშიც ბევრი ერთობლივი აქტივობაა დაგეგმილი.





