2024 წლის 11 აპრილს Seeვრცელების Kick Off – ი ჩატარდა!
ღონისძიების პირველ ნაწილში გვყავდა მოწვეული სტუმარი – ნიკა აბაშიძე, ანტრეპრენერი, Nika’s Auto Blog/ნიკას ავტო ბლოგი -ის, “ქარუსა” და “სელუს” დამფუძნებელი, რომელმაც საკუთარ გამოცდილებაზე, საკუთარი წარმატების ისტორიაზე ისაუბრა და უპასუხა ღონისძიების მონაწილეების შეკითხვებს.
ღონისძიების მე-2 ნაწილი სახალისო აქტივობებსა და საინფორმაციო პრეზენტაციას დაეთმო. ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა – ალექსანდრე ფასიეშვილმა მონაწილეებს ორგანიზაციის საქმიანობა და მიზნები გააცნო. ასევე, მონაწილეებს გაეცნო ჩვენი ორგანიზაციის ფსიქოლოგიისა და პიროვნული განვითარების სივრცის მენტორი – ვენგო ლომთაძე.
ჩვენი ღონისძიების სპონსორი იყო კომპანია ბინსი • Binsi, რომელსაც ჩვენი ორგანიზაციის სახელით მადლობას ვუხდით თანამშრომლობისთვის.
მადლობას ვუხდით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ტექნიკური მხარდაჭერისთვის, მოწვეულ სტუმარს და ღონისძიების ყველა მონაწილეს დათმობილი დროისთვის!







