2024 წლის 9 თებერვალს ინიციატივა “Seeვრცის” ორგანიზებით ღონისძიება Seeვრცე – Kick Off – ი ჩატარდა.
ღონისძიების მოწვეული სტუმარი იყო დავით ესათია, საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში 2022-2023 წლებში, რომელმაც ღონისძიების მონაწილეებს გააცნო გაეროს საქმიანობა და გაუზიარა საკუთარი გამოცდილება. გარდა ამისა, მან ისაუბრა ზოგადად, ახალგაზრდების როლზე ქვეყნის განვითარების მიმართულებით.
ღონისძიების შემდეგი ნაწილი საინფორმაციო პრეზენტაციებს დაეთმო.
თავდაპირველად, ინიციატივა “Seeვრცის” იდეის ავტორმა – ალექსანდრე ფასიეშვილმა ღონისძიების მონაწილეებს “Seeვრცის” მიზნებსა და ამოცანებზე ესაუბრა, გააცნო მათ ორგანიზაციის ახალი სტრუქტურა და წარადგინა ბორდის წევრები. ასევე, პრეზენტაცია წარადგინა საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის პრეზიდენტმა – ნინა კარანაიამ, რომელმაც მონაწილეებს ინფორმაცია გაუზიარა საქართველოს დიპლომატთა კლუბის საქმიანობის შესახებ.
ღონისძიების ბოლო ნაწილი Teambuilding აქტივობებსა და ნეთვორქინგს დაეთმო.
Seeვრცე მადლობას უხდის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ტექნიკური მხარდაჭერისთვის, მოწვეულ სტუმარს და ღონისძიების ყველა მონაწილეს დათმობილი დროისთვის!








