2024 წლის 5 ნოემბერს გაიმართა გაცნობითი სახის შეხვედრა ფსიქოლოგიისა და პიროვნული განვითარების სივრცის მენტორის, ვენგო ლომთაძის ხელმძღვანელობით. შეხვედრაზე მენტორმა ისაუბრა სხვადასხვა თემაზე, რომლებიც აქტუალურია ახალგაზრდებისთვის. მათ შორისა : პიროვნული ზრდა, ემოციური ჯანმრთელობა და ყოველდღიურობაში გამოწვევების გამკლავების გზები.
“ამგვარი სივრცეები უდიდეს როლს თამაშობს ახალგაზრდა თაობის განვითარებაში, რადგან მათთვის აუცილებელია მხარდამჭერი გარემო, სადაც ისინი შეძლებენ თავიანთი ინტერესებისა და მიზნების განხილვას, საკუთარი თავის უკეთ გაცნობასა და პიროვნული განვითარების გზაზე წინსვლას. ასეთ შეხვედრებზე, სადაც მენტორები გამოცდილებას უზიარებენ ახალგაზრდებს, იქმნება ნდობისა და ურთიერთგაგების ატმოსფერო, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მათ შინაგან მოტივაციას”, – განაცხადა ფსიქოლოგიისა და პიროვნული განვითარების სივრცის მენტორმა – ვენგო ლომთაძემ.




