მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდულმა სივრცემ“ ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს კომპანია December32 – თან.
ამ ნაბიჯით გავერთიანდით ახალგაზრდების მხარდაჭერისა და განვითარების მიზნის გარშემო და ვიწყებთ თანამშრომლობას. ჩვენი საერთო ამოცანაა ახალი შესაძლებლობების შექმნა ახალგაზრდების სწავლებისა და პროფესიული ზრდისთვის.
პარტნიორობის ფარგლებში December32-ის გუნდი ჩვენს წევრებს გაუზიარებს ცოდნასა და გამოცდილებას ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების კონკურენტუნარიანობის ზრდას თანამედროვე შრომით ბაზარზე.
ჩვენი ორგანიზაციის სახელით მადლობას ვუხდით December32-ს ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის – კომპანიას, რომელიც მაგალითს აძლევს სხვებსაც, როგორ შეიძლება კორპორატიული და სოციალური პასუხისმგებლობა რეალურ ქმედებად იქცეს.
ეს შეთანხმება ჩვენთვის ახალი დასაწყისია, და გვეამაყება, რომ ის სწორედ ისეთი ინოვაციური კომპანიისგან იწყება, როგორიცაა December32.

