2024 წლის 26 აპრილს საქართველოს ახალგაზრდული სივრცის ორგანიზებით პროექტი “საუბრები” დაიწყო.
პროექტის უმთავრესი მიზანია, რომ ხელი შეუწყოს სტუდენტების სოციალიზაციას და გახადოს მათი სტუდენტური ცხოვრება უფრო მეტად მრავალფეროვანი.
პროექტის ფარგლებში პირველი ლოკაცია მზიურის პარკი იყო, სადაც ღონისძიების მონაწილეებთან ერთად ვისაუბრეთ ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე, მონაწილეებს შევთავაზეთ სხვადასხვა სახალისო და გასართობი აქტივობა, გვქონდა მუსიკა და გავუმასპინძლდით ჩვენი პარტნიორი კომპანიების პროდუქციით.
ჩვენი ორგანიზაციის სახელით მადლობას ვუხდით ღონისძიების ყველა მონაწილეს.
დიდი მადლობა კომპანია “ზელატოსსა” და “ბინსს” თანამშრომლობისთვისა და ახალგაზრდული პროექტების მხარდაჭერისთვის!










